სისხლიანი გარჩევა ხორავას ქუჩაზე

რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

0 კომენტარი
ფოტო: ტაბულა

მას შემდეგ, რაც საპატრულო პოლიციამ რუსთაველის გამზირზე აქციის "ნუ მომკლავ" ორგანიზატორების მიერ განთავსებული კარვები დაშალა, საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

საპატრულო პოლიციამ კარვები და ნივთები, რომლებიც კარვებში იყო, გზის მეორე მხარეს გადაიტანა.

დაახლოებით ერთი საათის წინ, რუსთაველზე ხმაური იყო. შსს-ს ინფორმაციით, პოლიციამ აქციის ოთხი მონაწილე დააკავა.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელის კარვების დაშლამდე აცხადებდა, რომ მთელი ქალაქი პარალიზებულია და აქციის მონაწილეებთან კარვების გადატანის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

"ძალიან ბევრი ნასვამი მოქალაქე მოძრაობს, არაერთგიზს დაირღვა საზოგადოებრივი წესრიგი. ასევე, ირღვევა შეკრებებისა და მანიფესტაციების კანონი. მოქალაქეებს ეზღუდებათ თავისუფალი გადაადგილების უფლება, ვინაიდან, აქ დგას 20-30 ადამიანი და ეს ყველანაირ საზღვარს ცდება. მთელი ქალაქი არის პარალიზებული. ჩვენ ვალდებული ვართ, რომ ეს სამართალდარღვევები აღვკვეთოთ და კარვები გადავიტანოთ იქ, სადაც გუშინ იყო და დავუბრუნოთ მოქალეებს თავისუფალი გადაადიგლების უფლება", - განაცხადა საპატრულო პოლიიციის წარმომადგენელმა.

რუსთაველზე ამ დროისთვის მშვიდი ვითარებაა, ადგილზე იმყოფებიან პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, ასევე, მალხაზ მაჩალიკაშვილი.

აღსანიშნავია, რომ დღეს, 10:00 საათზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც რუსთაველის გამზირის გადაკეტვის გამო ავტოტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებების ცვლილებაზე საუბრობდა. როგორც ჩანს, იმ დროისთვის უწყებაში არ მიიჩნევდნენ, რომ "მთელი ქალაქი არის პარალიზებული" და კარვების დაშლის გადაწყვეტილება მიღებული ჯერ კიდევ არ იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მესტიაში, რამდენიმედღიანი მცდელობის შემდეგ, უკრაინელი ტურისტის ცხედარი ამოიტანეს [video]

კომენტარები