შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაცია

ჩინური მედია: შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტმა ჰარმონიულად ჩაიარა

შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი ჩინეთში
Reuters

ჩინური სახელმწიფო მედიის მიხედვით გუშინ ჩინეთში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტმა "ჰარმონიულად" ჩაიარა. სამიტს ინდოეთის პრემიერმინისტრი და რუსეთის, ყაზახეთის, ტაჯიკეთის, ყირგიზეთის, ჩინეთის, უზბეკეთის და პაკისტანის პრეზიდენტები ესწრებოდნენ.

ჩინური მედიის მიხედვით "შანხაის სული ნდობას, საერთო სარგებელს, თანასწორობას, კონსულტაციებს, კულტურული მრავალფეროვნების პატივისცემას და საერთო განვითარების მიზნისკენ სწრაფვას ეფუძნება" და ის ფაქტი, რომ ამჟამად დიდი შვიდეულის სამიტის კრიტიკას და შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ქებას ვხედავთ, "მნიშვნელოვანი ცვლილებაა."

"დიდი შვიდეულის სამიტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ტრამპის ატმინისტრაცია საერთაშორისო კანონებზე დაფუძნებული წესრიგისათვის გამოწვევას წარმოადგენს."

შეგახსენებთ, რომ კანადაში, კვებეკში გამართულ შეხვედრაზე დიდი შვიდეული ქვეყნების ლიდერებმა, გარდა დონალდ ტრამპისა, ერთობლივ კომუნიკეს მოაწერეს ხელი.

დონალდ ტრამპმა კომუნიკესგან გამიჯვნის მიზეზად ჯასტინ ტრუდოს "მცდარი განცხადებები" და ის ფაქტი დაასახელა, რომ კანადა აშშ-ის ფერმერებს და კომპანიებს მსხვილ ტარიფებს უწესებს.

კომენტარები