სამთავრობო ცვლილებები

თალაკვაძე: პრემიერის პოსტზე განიხილება რამდენიმე კანდიდატურა, მათ შორის ბახტაძე

რუსთავი 2

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ადასტურებს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატად ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, მამუკა ბახტაძეც განიხილება.

თალაკვაძის თქმით, საუბარია რამდენიმე კანდიდატურაზე და მათ შორის არის ბახტაძეც.

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი გახარიას, არჩილ თალაკვაძე მისი კანდიდატურის შესახებ გავრცლეებულ ინფორმაციას არ უარყოფს.

რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, თალაკვაძემ თქვა, რომ პრეზიდენტს მცდარი პროგნოზი ჰქონდა და ივანიშვილის კანდიდატურა პრემიერმინისტრის პოსტზე არ განიხილება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ პრემიერმინისტრობის კანდიდატს "ქართული ოცნება" დღეს, 17:00 საათის შემდეგ დაასახელებს.

კომენტარები