საქართველოს მთავრობა

პრემიერობის კანდიდატი "ქართული ოცნების" დეპუტატებს ხვდება

საქართველოს პარლამენტი

პრემიერმინისტრობის კანდიდატი მამუკა ბახტაძე ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს ხვდება. არსებული ინფორმაციით, პრემიერობის კანდიდატი დეპუტატებთან მთავრობის ახალ შემადგენლობას განიხილავს. 

ცნობისთვის, მამუკა ბახტაძემ გუშინ თქვა, რომ შეიძლება, სამინისტროების რაოდენობა კვლავ შემცირდეს. მისი განცხადებით, "ჩვენ გვჭირდება მცირე ზომის მთავრობა, რომელიც, რა თქმა უნდა, გულისხმობს გარკვეული უწყებების გაერთიანებასაც".

მამუკა ბახტაძე საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერობის კანდიდატად 14 ივნისს წარადგინა. 

კომენტარები