ვითარება გზებზე

შსს: ძლიერი წვიმის გამო გომბორზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძლიერი წვიმის და ქარის გამო, გამო გომბორის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

კახეთის მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები თბილისი-ბაკურციხე-თელავის საავტომობილო მაგისტრალით ისარგებლებენ. გომბორის უღელტეხილზე ავტომანქანით გადაადგილება ამინდის გაუმჯობესების შემდეგ აღდგება. 

ასევე, გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ივნისამდე აღმოსავლეთ საქართველოში დროგამოშვებით წვიმა-ელჭექით, ზოგან ძლიერი, სეტყვა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი. 
მათივე ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონის მატება და ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების გააქტიურება გამოიწვიოს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები