ჩრდილოატლანტიკური ალიანსი

სტოლტენბერგი: რუსეთი მზადაა, მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს

იენს სტოლტენბერგი

"რუსეთი მზად არის მეზობლების წინააღმდეგ სამხედრო ძალა გამოიყენოს, ამის მაგალითებია საქართველოსთან ისტორიული ომი და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები" - ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა DW-სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

"მოსკოვს ასევე განთავსებული ჰყავს ჯარები მოლდოვაში, მოლდოვის მთავრობის თანხმობის გარეშე" - თქვა სტოლტენბერგმა.

ინტერვიუში მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი საკმაოდ დიდ ინვესტიციას დებს თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობებში, მათ შორის ბირთვულ არსენალშიც - "ჩვენ რუსეთის ქმედებებს სარკისებურად არ ვპასუხობთ. ჩვენ ტანკზე ტანკით, რაკეტაზე რაკეტით, ან ბირთვულ იარაღზე ბირთვული იარაღით არ ვპასუხობთ. თუმცა, რა თქმა უნდა, საჭიროა უზრუნველვყოთ ნატო-ს ადაპტირება, როდესაც ვხედავთ, რომ უფრო მეტად დაჟინებული რუსეთი დიდ ინვესტიციებს დებს ახალ, თანამედროვე აღჭურვილობაში".

აქვე იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ნატო-ს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესება და დაძაბულობის შემცირება სურს.

"ჩვენ არ გვინდა ახალი "ცივი ომი" - აღნიშნა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა.

კომენტარები