ფეხბურთის ჩემპიონატი

BBC: მსოფლიო თასზე ველოსიპედით მიმავალი ინდოეთის მოქალაქე საქართველოში არ შეუშვეს

0 კომენტარი
ფოტო: BBC

ინდოეთის მოქალაქე კლიფინ ფრანსისი, რომელიც ინდოეთიდან რუსეთში მიემგზავრებოდა, საქართველოში არ შეუშვეს. BBC-ის ცნობით, ფრანსისი რუსეთში, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე დასასწრებად ველოსიპედით გაემგზავრა. 

"მე გავაცნობიერე, რომ არ მქონდა საკმარისი თანხა, იმისთვის რომ გავმგზავრებულიყავი რუსეთში. ამიტომ საკუთარ თავს დავუსვი კითხვა, თუ რომელია მოგზაურობის ყველაზე იაფი საშუალება? - პასუხი იყო ველოსიპედი“, - ამბობს ფრასისი. 

კლიფინ ფრანსისი თავიდან დუბაიში ჩაფრინდა და შემდეგ ირანში გადავიდა, საიდანაც რუსეთამდე 4.2 ათასი კილომეტრია. როგორც BBC წერს, ირანიდან ინდოეთის მოქალაქე აზერბაიჯანში ჩავიდა, ხოლო შემდეგ საქართველოში აპირებდა შემოსვლას, თუმცა მესაზღვრეებმა მას საქართველოს ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალეს.

"ყველა დოკუმენტი მქონდა და მაინც, არ ვიცი რატომ, მაგრამ საქართველოში არ შემიშვეს. ამის გამო რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდი, რადგან აზერბაიჯანში დაბრუნების ნებართვაც არ მქონდა. აზერბაიჯანში მხოლოდ ერთჯერადი ვიზა მომცეს“, - ამბობს ფრენსისი.

საბოლოოდ ფრენსისი აზერბაიჯანში დაბრუნდა, მათ ინდოეთის მოქალაქეს ქვეყანაში შესვლის უფლება მისცეს. რამდენიმე ასეული კილომეტრის გავლის შემდეგ, კლიფინ ფრანსისმა დაღესტანში აზერბაიჯანი-რუსეთის საზღვარი გადაკვეთა. ფრანსისი ახლა ტამბოვის ოლქშია და მოსკოვისკენ მიემართება, ის დედაქალაქში 26 ივნისს ჩავა, სადაც საფრანგეთისა და დანიის ნაკრებების მატჩს დაესწრება.

პრობლემა, რომლის მასშტაბებსაც ფრანსისის საზღვრიდან გაბრუნება ნათლად წარმოაჩენს

საქართველოს საზღვარზე შემოსვლაზე ყველაზე მეტ უარს ინდოეთის მოქალაქეებს ეუბნებიან. 2017 წლის განმავლობაში საქართველოს საზღვრიდან ჯამში 7,867 ადამიანი გააბრუნეს, მათგან 1,453, ანუ 18% ინდოეთის მოქალაქე იყო. ამავე პერიოდში ქვეყანაში 59,738 ინდოელი ვიზიტორი იმყოფებოდა, ეს კი ნიშნავს, რომ საქართველოში შემოსვლის მსურველი ინდოელების 2.4% საზღვრიდან გააბრუნეს.

ინდურ მედიაში, ასევე ტურისტულ ბლოგებზე განსაკუთრებით გახშირდა სტატიები, რომლებშიც საქართველოს საზღვრიდან გაბრუნებული პირები ქართველ მესაზღვრეებს უსამართლო და ქსენოფობიური გადაწყვეტილების მიღებისთვის აკრიტიკებენ. გაბრუნებული პირების თქმით, მათ საქართველოში შესვლისთვის საჭირო ყველა დოკუმენტაცია ჰქონდათ, თუმცა გაურკვეველი მიზეზების გამო, ისინი ქვეყანაში არ შეუშვეს.

სტატისტიკის მიხედვით, ქართველი მესაზღვრეები ყველაზე მეტად აზიური ქვეყნების მოქალაქეებს ეუბნებიან უარს ქვეყანაში შესვლაზე.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

კვირის გოლი: ჟერვინიოს სოლო-რეიდი "კალიარისთან"

კომენტარები