ღამის ეკონომიკა

კალაძე ქუჩის მუსიკოსებს მხარდაჭერას, გვარჯალაძე კი ფესტივალის დაფუძნებას ჰპირდება

საქართველოს პარლამენტი

"ვფიქრობ რომ სიტყვა დოკუმენტმა ჩემს განაცხადში გარკვეული ფორმალიზმი გამოიწვია", - ტაბულას განუცხადა თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელმა სერგი გვარჯალაძემ. გვარჯალაძე ამ ფრაზით გაემიჯნა მის მიერ დილით გაკეთებულ განცხადებას, რომ ქუჩის მუსიკოსებს დაკვირისთვის "დასჭირდებათ დოკუმენტი, რომელიც მათ ქუჩაში დაკვრის უფლებას მისცემს.

" ღამის ეკონომიკის განვითარების ხელმძღვანელი ტაბულასთან საუბარში ამბობს რომ ის "ქუჩის მუსიკოსთა ფესტივალის" დაფუძნების ინიციატივით გამოდის და რომ მუსიკოსებს წინასწარი რეგისტრაცია სწორედ ამ ფესტივალზე გამოსვლისთვის მოუწევთ. 

"ეს ფესტივალი უნდა იყოს მთელ ქალაქში გადანაწილებული, აბსოლუტურად ყველას ექნება საშუალება წარსდგეს ქუჩის მუსიკოსთა ფესტივალზე. დაახლოებით 80-მდე მონაწილე შეიძლება იყოს. ჩვენ არავის მუსიკის შეფასებას არ მოვახდენთ, ჩვენ შევთავაზებთ მხოლოდ პლატფორმას მუსიკის დასაკვრელად. იქ უკვე მსენელი გადაწყვიტავს უნდა თუ არა მათი მოსმენა,"- ამბობს გვარჯალაძე.

გვარჯალაძემ კიდევ ერთხელ უარყო მის მიერ დღეს დილით გაკეთებული განცხადება და თქვა რომ მერია ქუჩის მუსიკოსებს მხოლოდ სპეციალურ გაერთიანებაში დარეგისტრირების საშუალებას მისცემს. 

"ჩვენ შესაძლებლობას მივცემთ ქუჩის მუსიკოსებს დარეგისტრირდნენ ჩვენთან, ეს არ არის არც უფლების მინიჭება, არც აკრძალვა. საუბარია, რომ გაერთიანდნენ მუსიკოსები ქომიუნითიში, სადაც ჩვენც გვაქვს ინფორმაცია მათ შესახებ და შეგვიძლია დავეხმაროთ მათ, სხვადასხვა ღონისძიებებში ჩავრთოთ,"- ამბობს გვარჯალაძე.

გვარჯალაძის მიერ გაკეთებული განცხადება კახა კალაძემაც უარყო და თქვა, რომ მერია არავითარ სანქციებს არ შემოიღებს ქუჩის მუსიკოსებთან დაკავშირებით. კალაძის თქმით, პირიქით, დედაქალაქის მთავრობა ამ ადამიანებს მხარდაჭერას აღუთქვამს.

"არანაირი სანქციები არ წესდება, პირიქით ქუჩის მუსიკოსებს ჩვენი მხრიდან თანადგომა ექნებათ. ვცდილობთ, ამ ადამიანებს დავეხმაროთ, ხელი შევუწყოთ.

აქამდე ამ თემაზე არასდროს მისაუბრია - ნიჭიერი და წარმატებული ახალგაზრდებისგან შემდგარი ჯგუფი „ბანი“ წლების წინ მიწისქვეშა გადასასვლელში უკრავდა. იმ პერიოდში მილანში ვცხოვრობდი. სრულიად შემთხვევით ინტერნეტში ამ ბიჭების სიმღერა მოვისმინე. იმდენად მომეწონა, რომ საქართველოს ნაკრების თამაშქზე ჩამოსვლის დროს, ამ ახალგაზრდებს შევხვდი. ყველანაირად დავეხმარე, ფინანსურად და ინსტრუმენტების შეძენით. ისინი წარმატებულები გახდნენ. დღეს ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან,"- ამბობს კალაძე.

კომენტარები