დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა

შსს და პროკურორი: ტელეფონები არ ამოვიღეთ დაუყოვნებლივ, რადგან ეს ტაქტიკის ნაწილი იყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის კახა სირაძისა და პროკურორს ზვიად ფხაკაძის ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში მონაწილე პირების ტელეფონების ამოღება და მიმოწერის ნახვა დაუყოვლებლივ არ მოხდა, რადგან ეს იყო ტაქტიკის ნაწილი, რათა მათთვის მიეცათ დრო, რომ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია გაეცვალათ და შემდეგ მომხდარიყო ამ მიმოწეროს შინაარსის აღდგენა, თუმცა მათივე ინფორმაციით, ორი კვირის შემდეგ ტელეფონების ამოღებისას წაშლილი მიმოწერები ექსპერტებმა ვეღარ აღადგინეს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შემქნილი კომისიის წევრები დღევანდელ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ. მათ ტელეფონების არ ამოღების შესახებ კითხვა ევროპული საქართველოს წევრმა ოთო კახიძემ დაუსვა.

კახიძე: ა.ს. დაკითხვისას გაწვდით ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ ამ კონფლიქტის მეორე ეტაპზე ტელეფონით დაუკავშირდა მის დეიდაშვილს მ.კ.-ს და ესაუბრა. დაკითხვა დასრულდა ისე, რომ ტელეფონი მისგან არ ამოგიღიათ. ტელეფონი, რომლითაც პრაქტიკულად დაიგეგმა ამ კონფლისტის გაგრძელება ა.ს.-მ ტელეფონით უთხრა მ.კ.-ს მისულიყო და მიეყვანა ხალხი) ეს ტელეფონი რატომ არ ამოიღეთ დაუყოვნებლივ პირველივე დაკითხვის შემდეგ?

სირაძე: გამოძიებამ ჩათვალა და არ იქნა ამოღებული, შესაძლებელია სხვა ტაქტიკური მხარეც იყოს. ტაქტიკური გათვლებიც არსებობდა.

კახიძე: მ.კ პირველივე დაკითხვისას 2-ში 12 საათზე, ამბობს რომ იმსტაგრამზე მიწერა სუბელიანმა. კითხვა იბადება 2 დეკემბერს, როცა ამბობს, რომ კომუნიკაცია მოხდა ა.ს.-ს და მ.კ.-ს შორის, ასევე გ.მ.-ს ჩვენებით დასტურდება, რომ გ. ჯ .-მ მიწერა ამჯერად ფეიბუქის გამოყენებით, ვიცით რომ ეს კომუნიკაცია დგება და თქვენ გაქვთ გამოსაძიებელი დანაშაულის მოტივი, წინ რა უძღოდა ამ ყველაფერს, განზრახვა რა შეიძლებოდა ყოფილიყო, და ეს დაკითხვა სრულდება ორივე პირის და თქვენ არ იღებთ ამ მიმოწერა, რომელიც მათ შორის წარმოებდა. ამ მიმოწერის არ ამოღების მიზეზი რა იყო?

სირაძე: იქედან გამომდინარე, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სპეციალიზაცია არ მაქვს გავლილი არ მინდა რომ შევცდე ამ დეტალის შესახებ, მაგრამ ზოგადი ინფორმაცია გამაჩნია. რაც თქვენ ბრძანეთ, ეს არაფერს სურათს არ ცვლიდა, ეს ჩემი ინფორმაციაა, ჩემი გადმოსახედი. არ ცვლიდა არაფერს ისეთს, იმ პერიოდში რაღაც ისეთი ცნობილი ფაქტი არ იყო, რომ გადაგვერთო მთელი გარემოებები იმაზე, რომ გინდა თუ არა, ეს ინსტაგრამი ამოგვეღო.

კახიძე ფხაკაძეს: როდესაც პირველში და ორში ეს პირები ამბობენ, რომ კომუნიაკცია ჰქონდათ ტელეფონით, ინსტაგრამით ფეისბუქით, თქვენ ხო არ მიგიციათ მითითება გამომძიებლისთვის რომ დაუყოვნებლივ ამოეღოთ ეს მიმოწერები.

ფხაკაძე: კითხვა რაც დავსვი სასამრთლოზე თუ რა ეწერა მიმოწერის ტექსტში ბრალდებულმა მიპასუხა, რომ წერდა, იმის შესახებ, რომ მე-11 კლასელები ჩაგრავენ და დახმარებისთვის მიმართავდა. რაც შეეხება რეალურ ინფორმაციას, რომ გამოგვეთხოვა რა მინაწერი იყო, ამოღებული იქნა მიხეილ კალანდიას ტელეფონი, თუ კალანდიას ტელეფონში ფიქსირდება, სუბელიანის ტელეფონშიც იქნებოდა, კალანდიას ტელეფონი ამოღებული იქნა და ექსპერტიზა ჩატარდა, მაგრამ სამწუხაროდ მიმოწერა ვეღარ აღდგა. ა.ს.-ს ტელეფონთან დაკავშირებით გვაქვს ასეთი ინფორამცია, რომ წაშლილი იყო და ვერ აღდგა.

კახიძე: წაშლილი იყო უკვე 16-ში და პირველში რატომ არ ამოიღეთ დაუყოვნებლივ. ორი კვირის შემდეგ, როცა პირი კვალს გაასუფთავებს გინდა ამოგიღიათ ტელეფონი და გინდა არა. პირველში რატომ არ ამოიღეთ?

ფხაკაძე: ამოვიღეთ ეს ტელეფონი და ექსპერტიზას მიეცა დავალება, რომ პირველის შემდეგაც და მანამდეც განხორციელებული ჩანაწერები აღდგენილიყო, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არ ფიქსირდება ეს ჩანაწერები მის ტელეფონში, რაც შეეხება რატომ მოხდა მოგვიანებით ამ ტელეფონების ამოღება, ჩვენ ვიფიქრეთ რომ კონფლიქტში მონაწილე პირებს შესაძლოა გაეცვალათ ერთმანეთში ინფორმაცია კონფლიქტთან დაკავშირებით, ტაქტიკაა ეს, მივეცით შესაბამისი დრო რათა მომხდარიყო მიმოწერა და მერე ამ ინფორმაციის ამოღება, თუნდაც წაშლილის. ეს იყო ჩვენი სტრატეგია. ფარულად გადაუდებელ მოსმენა ვერ ჩვართავდით იმ დროს საქმეში არსებული მტკიცებულებებია არ იძლეოდა სათანადო სტანდარტს ამისათვის.

ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით შექმნილი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა დღეს, 10:00-ზე განახლდა. კომისიის წევრები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელს კახა სირაძეს და საქმის პროკურორს ზვიად ფხაკაძეს უსმენენ.

ხვალ, 26 ივნისს კი, დღის პირველ ნახევარში კომისიის წევრები არასრულწლოვანთა დაკითხვის მეთოდოლოგიას გაეცნობიან, რის შემდეგაც, დრო კვლავ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრას დაეთმობა.

დროებითი საგამოძიებო კომისიის 22 ივნისის სხდომაზე უკვე გამოკითხეს დაღუპული მოზარდების ოჯახის წევრები - დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე და ლევან დადუნაშვილის დედა ნათია საყვარელიძე. ასევე, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ გამოსაკითხ პირებთან შეხვედრისთვის კომისიის წევრებისგან ორი ჯგუფი დაკომპლექტდა. ისინი დროებით პატიმრობაში მყოფ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში გამოკითხავენ.

კომენტარები