ხვალ, 26 ივნისს აშშ-ში ლგბტ ქორწინების დაკანონების 3 წლის თავი აღინიშნება.
აშშ-ს სხვადასხვა შტატში ლგბტ პრაიდი ჩატარდა. მონაწილეები პრაიდებზე ძაღლებთან ერთად გამოვიდნენ, რამაც მედიის ყურადღება მიიპყრო.
აშშ-ში, ივნისში ყოველწლიურად იმართება პრაიდი, რომელიც მიმართულია ლგბტ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციისა და ძალადობის წინააღმდეგ. მისი მიზანია ხელი შეუწყოს მათ თვითდამკვიდრებასა და თანასწორუფლებიანობას.
ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ლგბტ ქორწინება ლეგალურად 2015 წლის 26 ივნისს გამოაცხადა. სასამართლომ 5 ხმით 4-ის წინააღმდეგ არაკონსტიტუციურად გამოაცხადა სახელმწიფოს მხრიდან გეი ქორწინებაზე უარის თქმა. შესაბამისად, ამ დღიდან ლგბტ პირებს აქვთ კონსტიტუციური უფლება იქორწინონ მათივე სქესის ადამიანებზე.