სტრუქტურული ცვლილებები

ცქიტიშვილი: წულუკიანი და კახიშვილი მივლინებაში არიან, სხდომაზე ამიტომ არ იყვნენ

მაია ცქიტიშვილი
მთავრობის ადმინისტრაცია

მთავრობის სხდომას, რომელსაც მამუკა ბახტაძე პრემიერმინისტრის რანგში დღეს პირველად გაუძღვა, იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი და სასჯელაღსრულების მინისტრი, კახი კახიშვილი არ დასწრებიან. სხდომაზე მათი მოადგილეები იმყოფებოდნენ. 

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა თქვა, ისინი მივლინებაში იმყოფებიან.

“ქალბატონი თეა წულუკიანი არის მივლინებაში. კახიშვილიც ასეა. ეს არავითარ კავშირში არ არის ცვლილებებთან. ბატონი სოზარიც აქ არის და ბატონი მიშა გიორგაძეც. არ ინერვიულოთ. ყველაფერი კარგად არის“, - თქვა ცქიტიშვილმა.

მამუკა ბახტაძემ სხვა სტრუქტურულ ცვლილებებთან ერთად დღეს იუსტიციის და სასჯელაღსრულების სამინისტროების გაერთიანება დააანონსა - პრემიერის თქმით, სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროში შევა. თუმცა უცნობია, ვინ უხელმძღვანელებს გაერთიანებულ უწყებას.

კომენტარები