ავიაცია

მთავრობა შიდა ავიაციისთვის 49 მილიონი ლარის სუბსიდიის მიცემას გეგმავს

siwallpaperhd.com

49.6 მილიონი ლარი არის იმ ტენდერის სავარაუდო ღირებულება, რომელიც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ შიდა ავიაციის განვითარებისთვის გამოაცხადა. ტენდერის შედეგად გამოვლინდება ავიაკომპანია, რომელიც მომდევნო 4 წლის მანძილზე ქვეყნის შიდა აეროპორტებში/აეროდრომებში რეგურალურ ფრენებს შეასრულებს. ასეთ ტენდერებს მთავრობა გასულ წლებშიც აცხადებდა. 

მომსახურება გულისხმობს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ აეროპორტებს შორის,
მესტია - ქუთაისი - მესტია, ნატახტარი-მესტია - ნატახტარი, ნატახტარი-ამბროლაური-
ნატახტარი, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით მგზავრთა საჰაერო
გადაყვანის მიზნით ავიარეისების ორგანიზებას და შესრულებას.

ტენდერის პირობების მიხედვით, სერვისის მიმწოდებელმა მომსახურება ორი თვითმფრინავით, უნდა განახორციელოს. პირველი თვითმფრინავის ტევადობა 15 მგზავრზე ნაკლები არ უნდა იყოს, ეს თვითმფრინავი მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებებზე არის გათვლილი. ხოლო მეორე თვითმფრინავი კი მინიმუმ 30 ადგილიანი უნდა იყოს, ის ბათუმის მიმართულებით დაგეგმილ რეისებზე იფრენს.

4 წლის განმავლობაში მცირე ზომის საჰაერო ხომალდით საორიენტაციოდ 2248 რეისი უნდა შესრულდეს, საშუალო ზომის ხომალდით კი 2487 რეისი.

ამჟამად შიდა რეისებს კომპანია აკ-ეარ ჯორჯია ასრულებს. ამ ავიაკომპანიამდე რეისებს კომპანია სერვისეარი ასრულებდა. 

კომენტარები