მუშის გარდაცვალება

ჭიათურაში კარიერზე ახალგაზრდა მამაკაცი ჩამოშლილი ქვიშის ქვეშ მოყვა და გარდაიცვალა

ჭიათურაში, კარიერზე მუშაობისას ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაცია ამის შესახებ ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. ახალგაზრდა მამაკაცი კარიერზე ტრაქტორით მუშაობდა რა დროსაც ქვიშა ჩაიშალა და ქვეშ მოყვა. მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240- ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო რაც სამთო სამშენებლო, ან სხვა სამუშოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

კომენტარები