მსოფლიო

სამხრეთ აფრიკაში ქალი მორგის მაცივარში ცოცხალი იპოვნეს

BBC.com

სამხრეთ აფრიკაში, მორგის მაცივარში ქალი ცოცხალი იპოვნეს.

ქალი ავარიის შემდეგ სამხრეთ აფრიკის ქალაქის, კარლტონვილის მორგში გადაიყვანეს. მასზე სასწრაფოს თანამშრომლები იძახდნენ, რომ გარდაცვლილი იყო. თუმცა, როდესაც მორგის თანამშრომელმა მაცივრების შემოწმება დაიწყო, ნახა რომ ქალი ჯერ კიდევ სუნთქავდა.

მორგის თანამშრომლებმა BBC-ს დაუდასტურეს, რომ ამ დროისთვის ქალს საავადმყოფოში მკურნალობენ, მისი სახელი მედიისთვის არ არის ცნობილი.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო, თუმცა სასწრაფოს ერთ-ერთი განყოფილების უფროსის თქმით, "ეს შემთხვევა სასწრაფოს ექიმის მოუმზადებლობის ბრალი არ ყოფილა".

კომენტარები