ჟურნალისტების მკვლელობა

2018 წელს, მსოფლიოს 22 ქვეყანაში 66 ჟურნალისტი მოკლეს

არასამთავრობო ორგანიზაცია Press Emblem Campaign-ის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში, მსოფლიოს 22 ქვეყანაში 66 ჟურნალისტი მოკლეს. 

მონაცემების მიხედვით, ამ წლის მაჩვენებელი სამჯერ აღემატება შარშან ამ დროს ჩატარებული კვლევის შედეგებს.

ორგანიზაციის ანგარიშში მითითებულია ის ქვეყნებიც, სადაც ყველაზე მეტი ჟურნალისტი დაიღუპა.

სტატისტიკის თანახმად, ავღანეთში 11, მექსიკაში 8, სირიაში 7, აშშ-ში 6 და იემენში 5 ჟურნალისტი დაიღუპა.

Press Emblem Campaign შეშფოთებას გამოთქვამ ინდოეთში მოკლული 4 ჟურნალისტის გამოც. ამავე მონაცემებით, 3-3 ჟურნალისტია მოკლული ბრაზილიაში, ეკვადორსა და ფილიპინებზე. 

ორ-ორი ღაზას სექტორში, გვატემალასა და პაკისტანში, თითო - ბანგლადეშში, კოლუმბიაში, ჰაიტიზე, ინდონეზიაში, ერაყში, ლიბერიაში, ნიკარაგუაში, რუსეთში, სალვადორსა და სლოვაკეთში.

ორგანიზაციის მონაცემების მიხედვით, ჟურნალისტების გარდაცვალების ბოლო ფაქტი ამერიკაში, 29 ივნისს ფიქსირდება.

სტოკჰოლმის თავისუფლების ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს 242 ჟურნალისტი დააპატიმრეს, 182 დააკავეს, 187 მედია ორგანიზაცია მთავრობის გადაწყვეტილების გამო დაიხურა, ხოლო 889 ჟურნალისტზე გაცემული პრეს-ბარათი გაუქმნდა.

Press Emblem Campaign-ი მსოფლიო თანამეგობრობას, კონფლიქტის ზონებში მედიის წარმომადგენლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქმედითი ზომების მიღებისკენ მოუწოდებს. 

კომენტარები