ხანძარი

დედოფლისწყაროში ხანძარია - ცეცხლმა საძოვრები და პურის ყანების ნაწილი გადაწვა

Reuters

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში ხანძარია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლმა საძოვრები და პურის ყანების ნაწილი გადაწვა. 

უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ ამ ეტაპზე, ხანძარი ლოკალიზებული და თითქმის ლიკვიდირებულია. მისი გავრცელების საშიშროება არ არსებობს.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულია სამაშველო ეკიპაჟები. 

კომენტარები