მსოფლიო

იაპონიაში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 176-მდე გაიზარდა

0 კომენტარი
ფოტო: GETTY IMAGES

იაპონიაში მომხდარი სტიქიის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა კვლავ გაიზარდა. ქვეყნის მთავრობის ინფორმაციით, დაღუპულია, სულ მცირე, 176 ადამიანი.

რვა მილიონზე მეტ ადამიანს საცხოვრებელი ადგილის დატოვება მოუწია, ხოლო ასობით ადამიანს სკოლებსა და სავარჯიშო დარბაზებში უწევს ცხოვრება. ოფიციალური ცნობით, 70-მდე პირი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.

სამაშველო ოპერაციაში 70 000-ზე მეტი სამაშველო სამსახურის თანამშრომელია ჩართული, მათ შორის არიან სამხედროები.

ეს არის 1982 წლიდან უხვნალექიანობის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები