უბედური შემთხვევა

მარნეულში 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო

მარნეულში 7 წლის ბავშვი სარწყავ არხში დაიხრჩო. 

ინტერპრესნიუსს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ სოფელში ბებია-ბაბუასთან სტუმრად ჩასული ბავშვი სახლთან, სარწყავი არხის პირას თამაშობდა, რის შემდეგაც გაუჩინარდა. რამდენიმესაათიანი ძებნის შემდეგ ის არხში გარდაცვლილი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. 

კომენტარები