აშშ-რუსეთი

ტრამპი: როცა საქმე გაზის მილსადენს ეხება, პუტინი კონკურენტია

NY Times

"ჩვენ კონკურენტები ვართ, როცა თქვენ მილსადენზე საუბრობთ", - ასე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსი ჟურნალისტის შეკითხვას უპასუხა გერმანიის პროექტის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის შესახებ, რომელიც ბუნებრივი აირის 2 მილსადენის მშენებლობას ითვალისწინებს. 

ტრამპის და პუტინის ერთობლივი პრესკონფერენცია დღეს ჰელსინკიში, რამდენიმე საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ გაიამრთა

ტრამპმა გაზის მილსადენთან დაკავშირებით მხოლოდ ეს ერთი წინადადება თქვა, თუმცა დასავლური მედია აქცენტს იმაზე აკეთებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა რუს კოლეგას უწოდა არა მეგობარი ან მტერი, არამედ კონკურენტი. 

ნატოს სამიტზე, რომელიც ბრიუსელში 11-12 ივლისს გაიმართა, დონალდ ტრამპმა სწორედ გერმანიის მხრიდან "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის მხარდაჭერა გააკრიტიკა 

„რუსეთი გერმანიას სრულად აკონტროლებს. ახალი გაზსადენის აშენების შემდეგ ბუნებრივი გაზის მიწოდების 70% რუსეთიდან შემოვა. ჩვენ უნდა დაგიცვათ, თქვენ კი მილიარდობით დოლარს რუსეთს უხდით. ჩვენ ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ“- მიმართა ტრამპა სტოლტენბერგს.

ალიანსის ლიდერმა კი უპასუხა, რომ შესაძლოა ალიანში უთანხმოება არსებობს, თუმცა ისინი ერთად უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ცალ-ცალკე. 

"რამდენადაც ვხვდები, გერმანია რუსეთის მძევალია",- საპასუხოდ თქვა ტრამპმა. 

კომენტარები