მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: ადამიანების მცირე რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც პუტინის მკვლელობებს გადაურჩნენ

დონალდ ტრამპმა, ისეთ მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბრისას, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინაში მიტაცებული ტერიტორები, უკან არ დაიხია, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა Fox News-თან მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.

სააკაშვილმა პუტინი-ტრამპის შეხვედრა შეაფასა და თქვა, რომ ჰელსინკის სამიტის შედეგებს მომავალი რამდენიმე თვე უჩვენებს.

„პუტინი ელოდებოდა, რომ მის მიერ მიტაცებული ქართული და უკრაინული მიწები დაუკანონდებოდა“. არ ვიცი, თუ რა ითქვა შეხვედრაზე, თუმცა, ფაქტია, მან ეს ვერ მოახერხა. ვფიქრობ, რომ პრეზიდენტი ტრამპი სწორად შეეხო ენერგორესურსების საკითხს. ეს ადარდებს პუტინს პირველ რიგში, მას ნამდვილად არ მოეწონა გერმანულ გაზსადენზე საუბარი. უნდა დაველოდოთ, თუ რას იტყვის დამატებით პრეზიდენტი ტრამპი, თუმცა, უფრო მნიშვნელოვანია, მის ქმედებებს დავაკვირდეთ, რომელთა შედეგებსაც უახლოეს თვეებში ვიხილავთ“,- ამბობს სააკაშვილი.

სააკაშვილმა პუტინზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ადამიანების ძალიან მცირე რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც რუსეთის პრეზიდენტის მიერ დაგეგმილ მკვლელობებს გადაურჩნენ.

„ვლადიმირ პუტინი ჩემი ქვეყნის შიდა პოლიტიკაშიც ჩარეულა. ამას პირადი გამოცდილებით ვამბობ. მისი დავალებთ საქართველო კიბერ თავდასხმების სამიზნე იყო, გზავნიდა სპეციალურ აგენტებს, ავრცელებდა ყალბ ნიუსებს და ასევე გავლენა ჰქონდა ჩვენს პენიტენციურ სისტემაზე. სწორედ მისი დავალებით მოხდა იმ ვიდეოების გადაღება ციხეებში, რომელიც მოგვიანებით გავრცელდა. მისი განკარგულებით მოხდა ჩემზე თავდასხმა, თუმცა მე მცირე რიცხვთაგან ერთ-ერთი ვარ, ვინც მისი მკვლელების თავდასხმას გადაურჩა. ეს ყველაფერი პუტინმა გააკეთა და ამაში უცნაური არაფერია“,- თქვა სააკაშვილმა

მისი თქმით, ვაშინგტონმა უნდა გააგრძელოს რუსეთის მიმართ დღეს წარმოებული პოლიტიკა და აჩვენოს, რომ კრემლისთვის გავლენის ექსკლუზიური ზონები არ არსებობს.

"ვლადიმირ პუტინი ისეთი იყო, როგორიც არის. მე მას დაახლოებით ოცდაათჯერ შევხვდი და საკმაოდ კარგად ვიცნობ. რაც შეეხება პრეზიდენტ ტრამპს, ის მოქმედებს პრინციპით - მეგობრები ახლოს გყავდეს, ხოლო მტრები კი კიდევ უფრო ახლოს. პუტინი ბოროტია. ის მკვლელია. ის ვერ იტანს აშშ-ს. ის აშშ-ს ნომერ პირველ მტრად მიიჩნევს, რომელიც მან უნდა გაანადგუროს. ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მათ შორის თავის სამეზობლოში, ზიზღით არის სავსე. ის ჩვენთან შემოიჭრა, ვინაიდან ამერიკის მოკავშირედ გვთვლიდა. ასე რომ, მასთან მიმართებაში ილუზიები არ მაქვს. ის ისეთია, როგორიც არის",- თქვა სააკაშვილმა. 

კომენტარები