მედიცინა

მეცნიერებმა მსოფლიოში პირველი მელანომის სისხლის ტესტი შექმნეს

მელანომა
www.bbc.com

ავსტრალიელმა მეცნიერებმა სისხლის ტესტი შექმნეს, რომელსაც ადრეული სტადიაში მელანომის დიაგნოსტირება შეუძლია. 

ავთვისებიანი მელანომა კანის კიბოს ყველაზე მძიმე ფორმაა, მისი გამომწვევი ულტრასიისფერი გამოსხივებაა. მელანომის შემთხვევები ბოლო სამი ათწლეულის განმავლობაში მკვეთრად გაიზარდა. ამერიკის კიბოს ასოციაციის თანახმად 2018 წელს მელანომის 91270 ახალი დიაგნოზი დაისმება და მოსალოდნელია, რომ მელანომისგან 9320 ადამიანი მოკვდეს. ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში მელანომის უბრალო ხალისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. 

დღემდე, ექიმები კანის გამოკვლევას და ბიოფსიას ეყრდნობოდნენ. ახალ ტესტი ადამიანის თვალზე გაცილებით უფრო ზუსტია და მკვლევრების თქმით, ბევრ სიცოცხლეს გადაარჩენს. 

ედით კოვანის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ შექმნილი ტესტი სხეულის მიერ წარმოქმნილ ავტოანტისხეულებს ამოიცნობს, რომელსაც ორგანიზმი კიბოს ადრეული სტადიაში წარმოქმნის. 

"მთლიანობაში ჩვენ გამოვიკვლიეთ 1627 განსხვავებული ტიპის ანტისხეული, რათა ამოგვეცნო ათი ანტისხეული, რომელიც ყველაზე კარგად ადასტურებს მელანომის არსებობას."- ამბობს კვლევის ხელმძღვანელი პოლინ ზინკერი.

კვლევა 200 ადამიანზე ჩატარდა, რომელთა ნახევარსაც კიბო ჰქონდა. ტესტი შემთხვევათა 81.5%-ში წარმატებული იყო. მკვლევრები მისი სიზუსტის 90%-მდე გაზრდას გეგმავენ და იმედოვნებენ, ტესტი კომერციულად ხელმისაწვდომი 3-5 წელში იქნება. 

კომენტარები