ისრაელი

ისრაელმა სირიის საზღვარზე უახლესი ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსა

ის­რა­ე­ლის პრე­მი­ერ­მი­ნის­ტ­რი ბი­ნი­ა­მინ ნე­თა­ნი­ა­ჰუ

ისრაელმა სირიის საზღვარზე უახლესი ამერიკული სარაკეტო თავდაცვის სისტემა განათავსა. ისრაელისა და სირიის საზღვართან რუსეთის მიერ მხარდაჭერილი ასადის რეჟიმის ძალები ამბოხებულებს ებრძვიან.

ოფიციალურმა მოსკოვმა ისრაელის პრემიერმინისტრთან, ბემიამინ ნეთანიაჰუსთან "სასწრაფო" მოლაპარაკებებისათვის საგანგებო ელჩები გაგზავნა.

ნეთანიაჰუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს და შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელ ვალერი გერასიმოვს შეხვდება. ნეთანიაჰუს თქმით შეხვედრა ვლადიმირ პუტინის თხოვნის საფუძველზე იმართება.

მას შემდეგ, რაც ასადის ძალებმა სირიის სამხრეთით, ისრაელის და იორდანიის საზღვართან მდებარე რეგიონებში ამბოხებულებზე თავდასხმა დაიწყეს, ისრაელმა სასაზღვრო დაცვა გააძლიერა.

კომენტარები