ხანძარი საბერძნეთში

საბერძნეთში, ხანძრის ზონაში საქართველოს ორ მოქალაქეს ეძებენ

0 კომენტარი

საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, ხანძრის ზონაში საქართველოს ორ მოქალაქეს ახლობლები ვერ უკავშირდებიან.

საელჩოში ამბობენ, რომ ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაღუპულთა და დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

„საელჩოს საკონსულო სამსახური ინტენსიურად ეძებს მათ საბერძნეთის შსს-სთან ერთად. დღის 12:00 საათის მდგომარეობით, ხანძრის შედეგად დაღუპულთა და ჰისპიტალიზებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ ფიქსირდებიან. საელჩო განაგრძობს შემოსულ ზარებზე მყისიერ რეაგირებას და შექმნილი ვითარების ყოველ საათობრივ მონიტორინგს”, – წერია საელჩოს განცხადებაში.

ასევე, ხანძრთან დაკავშირებით, საქართველოს საელჩოში მოქმედებს ცხელი ხაზი: 00306995779793

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საბერძნეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, გაითვალისწინონ ადგილობრივი ხელისუფლების რეკომენდაციები, დატოვონ სტიქიის ზონა და თავი შეიკავონ აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებისგან.

საბერძნეთში ტყის ხანძარს ბოლო მონაცემებით, 50 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ტყის ხანძარი საბერძნეთში 23 ივლისს გაჩნდა, დაიწვა ათეულობით სახლი.

ათენთან ახლოს მდებარე ატიკის რეგიონში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

წითელი ჯვრის მონაცემების მიხედვით, 26 გარდაცვლილი ქალაქ რაფინის სიახლოვეს იპოვეს, 24 კი, საკურორტო ზონა მატიში.

სამაშველო ჯგუფები, სასწრაფო დახმარების ბრიგადები და ვეტრმფრენები სტიქიის ადგილას საგანგებო რეჟიმში მუშაობენ და დაზარებულები სანაპიროდან გამოყავთ.

ამასთან, საბერძნეთის ხელისუფლებამ ხანძართან  საბრძოლველად დახმარების თხოვნით  ევროპულ ქვეყნებს მიმართა.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ქეთი დევდარიანი

კომენტარები