საპრეზიდენტო არჩევნები

ივანიშვილი: პოზიცია მაქვს რომ გუნდიდან საპრეზიდენტო კანდიდატი არ დავასახელოთ

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა, გადაცემაში "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად" საპრეზიდენტო არჩევნებზე ისაუბრა.

მისი თქმით, ჯერ გადაწყვეტილი არ არის ვინ იქნება "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი.

"არ გვაქვს დასრულებული ჯერ ბჭობა საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, მართლაც რამდენიმე კანდიდატზეა საუბარი - ზურა აბაშიძე, სოზარ სუბარი, დავით სერგეენკო, ჩემზეც ამბობენ, თეა წულუკიანი და კიდევ ბევრი ღირსეული კანდიდატი გვყავს ჩვენ, ვინც მართლა შეიძლება პირველსავე ტურში მოახერხოს და გაიმარჯვოს. ჩემი პოზიცია პირველი დღიდან, რაც მსჯელობა ჩაირთო იყო განსხვავებული. გულწრფელად გეტყვით, თავში შეიძლება არავინ დამიჭირა მხარი, დროში მხარდამჭერების რაოდენობა გაიზარდა. ჩემი პოზიციაა რომ, თუ ჩვენ ჭეშმარიტად და გულწრფელად, ქართული ოცნების წევრებს აქედანაც ველაპარაკები, ვინც წინააღმდეგნი არიან დღესაც და არ იზიარებენ ჩემს პოზიციას, გვსურს, რომ საქართველო დემოკრატიული მიმართულებით სწრაფად განვითარდეს და დემოკრატიული ინსიტუტებიც გაღრმავდეს სტაბილურობის მხრივ, მე პოზიცია მაქვს რომ გუნდიდან არ დავასახელოთ კანდიდატი. არ დავასახელოთ ელემენტარული მიზეზის გამო, რა თქმა უნდა გუნდს ეს წაადგება და გუნდის წევრებს ეს მოწონთ, მაგრამ ქვეყნისთვის ჩემი აზრით და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის უფრო კარგი იქნება. სამწუხაროდ პარტიებიდან მხარს ვერავის ვერ დავუჭერთ, თუ ღირსეული დამოუკიდებელი კანდიდატი იქნება დავუჭიროთ, თუ არ იქნება ღირსეული კანდიდატი, არც არავის არ დავუჭიროთ და ოპოზიციამ წაიღოს და გაინაწილოს ეს ინსტიტუტი, ისეთ შემთხვევაში თუ დამოუკიდებელსაც ვერ ვნახავთ."- თქვა ბიძინა ივანიშვილმა. 

კომენტარები