რუსეთის სახელმწიფო დუმა

ღმერთის და სტალინის მოიმედე დეპუტატი დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გახდა

რუსეთის სახელმწიფო დუმის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ღიად სტალინისტი, ელენა იამპოლსკაია გახდა. გაზეთ "კულტურის" რედაქტორი დიდი ხანია ცნობილია სტალინისტური და ჰომოფობიური განცხადებებით. 

"რუსეთს უფსკრულისგან დაცვა მხოლოდ ორ ძალას შეუძლია. პირველი ღმერთია, მეორე - სტალინი," - მისი ყველაზე ცნობილი სიტყვები სტალინის შესახებ იამპოლსკაიამ 2007 წელს თქვა.

მისი გაზეთი მხარს უჭერდა "ჰომოსექსუალობის პროპაგანდის" კანონით აკრძალვას და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე დაუფარავად ამაყობდა, რომ სწორედ ამიტომ მკითხველების რაოდენობა გაეზარდათ.

ის ცნობილია თავისი ანტიგლობალისტური და ულტრანაციონალისტური პოზიციებითაც. 

47 წლის იამპოლსკაია დუმის წევრი 2016 წლიდანაა. აქამდე ის საინფორმაციო პოლიტიკის, საინფორმაციო ტენოლოგიებისა და კომუნიკაციების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო. 

 

კომენტარები