ავიაკატასტროფა

მექსიკაში თვითმფრინავი ჩამოვარდა, ბორტზე მყოფი 101 ადამიანიდან 85 - დაშავდა

PROTECCIÓN CIVIL DURANGO/TWITTER

მექსიკაში, დურანგოს საერთაშორისო აეროპორტთან Aeroméxico-ს სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა. ბორტზე 97 მგზავრი და ეკიპაჟის 4 წევრი იმყოფებოდა.

გუბერნატორ ხოსე აისპუროს ინფორმაციით, ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი გადარჩა, თუმცა, 85 - დაშავდა. აქედან ორი - კრიტიკულ მდგომარეობაშია.

თვითმფრინავი აეროპორტთან ახლოს, აფრენისთანავე ჩამოვარდა. წინასწარი ინფორმაციით, მიზეზი უამინდობა გახდა. ჩამოვარდნიდან მალევე, Embraer 190-ს ცეცხლი გაუჩნდა და დაიწვა.

კომენტარები