NDI-ის კვლევა

NDI: 17% თვლის, რომ ქვეყანა ნამდვილად არასწორი მიმართულებით ვითარდება, 2% - სწორი

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ბოლო კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 23% ფიქრობს, რომ საქართველო ძირითადად არასწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 17%-ის აზრით - "ნამდვილად არასწორი მიმართულებით".

ამასთან, 2% მიიჩნევს, რომ საქართველო ნამდვილად სწორი მიმართულებით ვითარდება, ხოლო 17%-ის აზრით, "ძირითადად სწორი მიმართულებით". გამოკითხულთა 36% თვლის, რომ "საერთოდ არ იცვლება".


კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 ივნისი-8 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,409 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. საშუალო ცდომილების ზღვარი 1.9%-ია.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

კომენტარები