არჩევნები 2018

ზურაბიშვილი: ჩინელები არ კვდებიან, ერთი პასპორტით სარგებლობს ბევრი, ვინ გაარჩევს?


ფოტო: კოლაჟი ტაბულა

"ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100 მდე შეიძლება იყვნენ,"- ეს სიტყვები სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის, მან საკუთარ facebook-ზე 2013 წელს დაწერილი პოსტით ქსენოფობიური განცხადება გააკეთა. ზურაბიშვილმა ეს პოსტი ბიძინა ივანიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას მიუძღვნა, მაშინ ივანიშვილმა თქვა რომ თბილისის ზღვასთან 126 ათასი ჩინელის ჩამოსახლება იგეგმებოდა. ზურაბიშვილმა ჩინეთის შესახებ რამდენიმე ქსენოფობიური პოსტი დაწერა:

ზურაბიშვილის პოსტები ჩინეთის შესახებ


ფოტო: facebook.com/salome.zourabichvili

ეს ჩინეთის შესახებ ზურაბიშვილის ერთადერთი პოსტი არაა, მან 2014 წლის 27 აგვისტოს, საკუთარ facebook-ზე დაწერა - "ჩინელები არ კვდებიან მათი პასპორტები ოჯახის სხვა არა ლეგალურ წევრზე გადადის"


ფოტო: facebook.com/salome.zourabichvili

სალომე ზურაბიშვილმა 2018 წლის 4 აპრილს საკუთარ facebook-ზე ჩქაროსნული მაგისტრალის კონტრაქტორი კომპანია გააკრიტიკა იმისთვის რომ მას მშენებლობაზე ქართულთან ერთად ჩინური დროშაც ჰქონდა აღმართული:

სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობაზე საკუთარი კანდიდატურა ჯერ არ წამოუყენებია, თუმცა სავარაუდოდ სწორედ ის იქნება მმართველი პარტიის - ქართული ოცნების მიერ არჩევნებზე მხარდაჭერილი კანდიდატი. 

საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტი ქვეყნის მთავარსარდალია და ის ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში წარმოადგენს - "საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში".

ბოლო წლებში საქართველომ ჩინეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მნიშვნელოვნად დაახლოვა, 2018 წლის პირველი იანვრიდან კი ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. 

კომენტარები