თურქული ლირა

აშშ თურქულ იმპორტს გადასახადს უზრდის - ლირა ისტორიულ მინიმუმზე დაეცა

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

თურქული ლირა ისტორიულ მინიმუმზე დაეცა - ერთი დოლარი 5.24 თურქული ლირა ღირს, ორშაბათს გარკვეული დროით კურსი 5.42-საც აღემატებოდა. ბოლო ერთი თვის განმავლობაში ლირა 5%-ით გაუფასურდა. 

ლირას გაუფასურება აშშ-ის მიერ სავაჭრო ბარიერების დაწესებას უკავშირდება. დონალდ ტრამპის მიერ ალუმინისა და ფოლადის იმპორტზე 25% და 10%-იანი ტარიფების შემოღების შედეგად, თურქული ექსპორტი აშშ-ის ბაზარზე გაძვირდა. თურქეთის მთავრობამ საპასუხოდ ამერიკულ იმპორტზე გაზარდა ტარიფები, ერდოღანის მთავრობის სწორედ ეს გადაწყვეტილება გახდა მიზეზი რაც აშშ-ის ადმინისტრაციას თურქეთთან მიმართებით დამატებითი ტარიფების შემოღებისკენ უბიძგებს. ტრამპის ადმინისტრაციის განცხადებით, ისინი $1.7 მილიარდი დოლარის ღირებულების თურქულ პროდუქციას დაადებენ ტარიფს. 

ანკარასა და ვაშინგტონს შორის დაძაბულობის მიზეზი მხოლოდ ეს არაა, აშშ თურქეთში დაკავებული პასტორის, ენდრიუ ბრონსონის გათავისუფლებასაც ითხოვს. დონალდ ტრამპის შეფასებით, ბრანსონი უკანონი პატიმარია. ტრამპის ადმინისტრაციამ ინდივიდუალური სანქციები დაუწესა თურქეთის შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებს. ამერიკელ პასტორს ენდრიუ ბრანსონს თურქეთი ტერორიზმის და გიულენის მოძრაობასან კავშირის ბრალდებით ასამართლებს. 21 თვიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლომ მას შინაპატიმრობა მიუსაჯა. ბრანსონი თურქეთში 20 წელის მანძილზე მოღვაწეობდა. ის ბრალდებებს უარყოფს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 35 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

ამერიკასთან ურთიერთობის დაძაბვა ლირას გაუფასურების მთავარი მიზეზია. თურქული ვალუტა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობისა და საგადასახდელო ბალანსის მაღალი დეფიციტის გამო ისედაც მკვეთრი ტემპებით უფასურდებოდა. მხოლოდ 2018 წელს ლირამ ღირებულების მეოთხედი დაკარგა. 

ლირას ბოლო გაუფასურება რეგიონის ქვეყნებისთვისაც ნეგატიური სიგნალის მატარებელია. თუ შევხედავთ 1995 წლიდან დღემდე თურქული ლირისა და ლარის გაცვლით კურსებს, ვნახავთ რომ ლარის კორელაცია ლირასთან საკმაოდ მაღალია. ხშირ შემთხვევაში, ლირას გაუფასურება წინ უსწრებს ლარის გაუფასურებასაც. საბედნიეროდ, 2018 წლის განმავლობაში ლირას მკვეთრ გაუფასურებას ლარის გაცვლით კურსზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია. 

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მაჭავარიანი: ხორბლის ტრანსპორტირების აკრძალვას ერთი წლით გადავავადებთ

კომენტარები