10 წელი ომიდან

10 წელი ომიდან - რუსეთის ყოფილ საელჩოსთან ანტისაოკუპაციო აქცია მიმდინარეობს

0 კომენტარი

10 წელი ომიდან - 2018 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავზე, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან, რუსულ ოკუპაციას აპროტესტებენ.

"2018 წლის 7 აგვისტოს, შეიარაღებული კონფლიქტიდან 10 წლის თავზე, რუსეთის ფედერაციის ყოფილ საელჩოსთან შევიკრიბებით ადამიანები, ვისთვისაც თავისუფლება უმთავრესი ღირებულებაა და გავიხსენებთ აგვისტოს ომის გმირებს და რუსული აგრესიის ქრონიკას. მივაწვდით ხმას თავისუფალ სამყაროს და კიდევ ერთხელ გამოვხატავთ, რომ არასდროს შევეგუებით ოკუპაციასა და უსამართლობას. მოვითხოვთ მათგან რეაგირებას რუსეთისგან მომდინარე აგრესიის შესაჩერებლად. აქცია იმართება ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტების ორგანიზებით, ხოლო აქციისთვის საჭირო ინვენტარის შეძენა მოხდა მოქალაქეების შემოწირულობით", - წერია აქციის აღწერაში.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლევან ბერძენიშვილი

კომენტარები