მარიხუანას ლეგალიზაცია

ბახტაძე: ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა

0 კომენტარი

საქართველოს პრემიერმინისტრის თქმით, ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანაა.

მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება და უწყებები შესაბამის დავალებებს მიიღებენ.

"საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გადაწყვეტილების თანახმად, კანაფის მოხმარებასთან დაკავშირებით ქვეყანაში ახალი სამართლებრივი რეალობა შეიქმნა, რასაც აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან პასუხისმგებლიანი რეაგირება სჭირდება. როგორც მთავრობის მეთაურს, მიმაჩნია, რომ ნარკომანიისგან მომდინარე ზიანის შემცირება ჩვენი სახელმწიფოს და საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი სახელმწიფო მნიშვნელობის ამოცანაა. შესაბამისად, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე შინაგან საქმეთა მინისტრს დაევალება კოორდინაცია გაუწიოს საქართველოს მთავრობის მხრიდან გადასადგმელ ქმედით ნაბიჯებს, რათა უკლებლივ სრულად იქნეს დაცული ყველა საზოგადოებრივი სიკეთე - ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით კი მოზარდების ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგი", - თქვა მამუკა ბახტაძემ.

მისივე ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროს ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორის კომისიაში შემავალ უწყებებს ნარკომანიის გავრცელების პრევენციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის და ნარკომანიის მძიმე სენით დაავადებულ პირთა მკურნალობისა და რეაბილიტაციის ქმედითი პროგრამების წარმოდგენა დაევალებათ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარება ლეგალური გახდა.

რას ნიშნავს მარიხუანის მოხმარების ლეგალიზება სამართლებრივად, წაიკითხეთ აქ. 

რამდენად უსაფრთხოა მარიხუანის მოწევა, წაიკითხეთ აქ. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

გიორგი ცინცაძე

კომენტარები