ვითარება საავტომობილო გზებზე

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე ავტომობილების მოძრაობა შეზღუდულია

გზების დეპარტამენტი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, უამინდობის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე, კერძოდ, სოფლების - სეთურებისა და ქუმლისციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები.

მათივე განცხადების მიხედვით, მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობას შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები არეგულირებენ.

კომენტარები