პრეზიდენტობის კანდიდატი

დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირებისთვის ცესკოს მიმართა

დავით უსუფაშვილი
საქართველოს პარლამენტი

დავით უსუფაშვილმა საპრეზიდენტო კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით ცესკოს განცხადებით მიმართა. როგორც ტაბულას ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში უთხრეს განაცხადი ერთი პარტიის სახელით შევიდა. დავით უსუფაშვილი "შენების მოძრაობის" ლიდერია. 

დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბის უფროსის, თენგიზ შერგელაშვილის თქმით,  საარჩევნო კამპანიაში ჩართულია რამდენიმე პარტია, როგორც თავისუფალი დემოკრატები, ისე ეროვნული ფორუმი.

"ჩვენ დღეიდან დავიწყებთ უკვე იმ კანონით გათვალისწინებული ხელმოწერების შეგროვებას, რათა საბოლოო რეგისტრაცია მოხდეს." - ამბობს შერგელაშვილი.

კომენტარები