ბასიანი

კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტებმა 26 მაისს პეტერბურგში დაუკრეს

ბასიანი პეტერბურგში

კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტებმა 26 მაისს, პეტერბურგში დაუკრეს.

"m_division ხვდება BASSIANI-ის ოფიციალურ შოუქეისს BETA - индустриально-музыкальное путешествие-ზე, 26 მაისს, პეტერბურგში", - ეწერა ანონსზე.

m_division-ის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ასევე ნათქვამი იყო, რომ "კლუბ BASSIANI-სა და ჩვენ გვაქვს საერთო შეხედულებები მუსიკალურ სამყაროზე და ვგეგმავდით ამ კოლაბორაციას რამდენიმე თვის განმავლობაში. როგორც იქნა, შოუქეისი ჩვენს ქვეყანაში შესაძლებელი გახდა".

"m_division meets Bassiani" - ერქვა კოლაბორაციას.

ანონსის ვკითხულობთ, რომ შოუქეისი ეკატერინა მეორის მფარველობით აშენებულ ქარხანაში გაიმართა, რომელსაც არქიტექტურული ძეგლის სტატუსი აქვს.

სცენაზე უკრავდნენ ბასიანის რეზიდენტები: HVL და Ndrx.

იმავე ოფიციალურმა გვერდმა, 26 მაისის შოუქეისის ჩანაწერები გამოაქვეყნა: 
 

https://soundcloud.com/mdivision/hvl-bassiani-showcase-beta-by-m_division-26052018

https://soundcloud.com/mdivision/ndrx-beta-by-m_division-bassiani-showcase-26052018

ტაბულა ცდილობს კლუბის ხელმძღვანელებთან დაკავშირებას.

კომენტარები