ლარის გაუფასურება

ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.57-მდე გაიზარდა

ტაბულა

13 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით 3.55 თეთრით გაუფასურდა, შედეგად ახალმა კურსმა 2.569-ს მიაღწია. ეს ბოლო რვა თვის განმავლობაში ლარის მინიმალურ კურსს წარმოადგენს. ლარი დღესვე ევროსთანაც გაუფასურდა, ახალი კურსით ერთი ევრო 2.924 ლარი ღირს, ეს აქამდე არსებულ კურსს 1.8-ით აღემატება.

საქართველოს მთავრობა გაუფასურებას თურქული ლირას რეკორდულ ვარდნას უკავშირებს. თურქული ლირა დოლართან მიმართებით ყველა დროის მინიმუმზეა დასული - ერთი დოლარი 7.05 ლირა ღირს. საქართველოს მთავრობის განმარტებით, ლირას გაუფასურება ლარს მოლოდინების არხის გავლით გადმოეცა, ხოლო ეროვნული ვალუტის მდგენელი ძირითადი მაკროეკეონომიკური ფაქტორები (ტურიზმი, ფულადი გზავნილები, ექსპორტი და ინვესტიციები) სტაბილურად მზარდია. 

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით, 2018 წლის ბოლოსთვის ლარის კურსი დოლართან მიმართებით 2.70-ს მიაღწევს. ბანკი აქამდე წლის ბოლოსთვის 2.60-იან კურსს პროგნოზირებდა, თუმცა ლირას ვარდნის საპასუხოდ ლარის მკვეთრი გაუფასურების გამო პროგნოზი 2.70-მდე გაზარდა. 

წაიკითხეთ უფრო ვრცლად რა ეფექტი აქვს ლირას გაუფასურებას ლარის კურსზე 

კომენტარები