სახურავზე აფრენილმა თუთიყუშმა მის ჩამოსაყვანად მისულ მეხანძრეებს "Fu*k off" უთხრა.
თითუყიშმმა ჯესიმ სამი დღე ედმონოტონში, ერთ-ერთი სახლის სახურავზე გაატარა. მისმა პატრონმა ფრინველის ჩამოყვანა სახურავიდან ვერ შეძლო, ამიტომ დასახმარებლად სახანძროში დარეკა, მეხანძრეები კი გააფრთხილა რომ, როდესაც თუთიყუშს მიუახლოვდებოდნენ "მიყვარხარ" ეთქვათ.
ერთ-ერთი მეხანძრე სახურავზე აძვრა და ფრინველს "მიყვარხარ" უთხრა, რაზეც თუთიყუშმა "მეც მიყვარხარ" უპასუხა, თუმცა როდესაც მიხვდა, რომ მის ჩამოყვანას ცდილობდნენ აფრინდა და მეხანძრეს "Fu*k off" უთხრა.
ჯესის პატრონის თქმით, თუთიყუში სამ ენაზე - თურქულად, ბერძნულად და ინგლისურად საუბრობს.
"ჯესი ინგლისურის გარდა, თურქულად და ბერძნულას საუბრობს. ჩვენ მას ყველა ენაზე ვუთხარით, რომ ჩამოსულიყო. კიდევ კარგი, საბოლოოდ გაირკვა, რომ ფრინველი დაშავებული არ იყო, ის ჯერ სხვა სახურავზე, შემდეგ კი ხეზე გადაფრინდა", - თქვა თუთიყუშის პატრონმა.
საბოლოოდ, მეხანძრეებმა ჯესი ხეზე დატოვეს, რადგან გაირკვა რომ ფრინველი დაშავებული არ იყო.