კრიმინალი

საფრანგეთში ორი ბინის გაქურდვისთვის საქართველოს მოქალაქე დააკავეს

flickr

ფრანგმა სამართალდამცველებმა ქურდობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს. საფრანგეთის პოლიცია 2017 წლის ივლისში ქალაქ ლამერსა და 2018 წლის იანვარში ქალაქ პლუინოში ჩადენილ ქურდობის ფაქტებს იძიებდა. 

"მიმდინარე წლის 10 აგვისტოს საფრანგეთში, ქალაქ სენტ-ბრიეკში, ადგილობრივმა პოლიციამ გადაამოწმა სავარაუდოდ აღნიშნული დანაშაულების ჩამდენი საქართველოს მოქალაქე, 1982 წელს დაბადებული ა.ჯ., რომელიც  გაყალბებული პერსონალური მონაცემებით და ყალბი დოკუმენტაციით გადაადგილდებოდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა პირის იდენტიფიცირება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობა ფრანგ სამართალდამცველებს.

მიმდინარე წლის 11 აგვისტოს ქალაქ ბრესტის პროკურატურამ დაკავებულ ქართველს საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩადენილი ორი ბინის ქურდობის ფაქტებზე ბრალი წარუდგინა და  წინასწარი პატიმრობა შეუფარდა" - აცხადებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო და აღნიშნავს, რომ 14 აგვისტოს საფრანგეთის ქალაქებში ჩადენილი რამდენიმე ქურდობის ბრალდებით დაკავებულ ა.ჯ-ს საფრანგეთის სასამართლომ 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

კომენტარები