ჩინეთი

ჩინეთში, ბიჭმა შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ 87 ლურსმანი გადაყლაპა

ჩინეთი, ჰუნანის პროვინციაში, ბიჭმა შეყვარებულთან ჩხუბის შემდეგ 87 ლურსმანი გადაყლაპა.

Daily Mail-ის ცნობით, 25 წლის ბიჭი საავადმყოფოში მუცლის ძლიერი ტკივილებით მოხვდა. გამოკვლევის შემდეგ, რენტგენმა აჩვენა, რომ მის სხეულში 4-5 სანტიმეტრიანი ათობით ლურსმანი იყო. მას ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც 4 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. 

ბიჭი ამბობდა, რომ მან შემთხვევით ნამცხვარი მიირთვა, რომელშიც ლურსმნები იყო. თუმცა საბოლოოდ გაირკვა, რომ მან ლურსმნების ყლაპვა მეგობარ გოგოსთან ჩხუბის შემდეგ დაიწყო, რომელიც მას მიტოვებით ემუქრებოდა.

საავადმყოფოში ბიჭმა გამოსამშვიდობებელი წერილიც დატოვა იმ შემთხვევისთვის, თუ ექიმები მის გადარჩენას ვერ შეძლებდნენ და მშობლებს ვერ იპოვიდნენ.

კომენტარები