თვითმკვლელობა

16 წლის გოგოს თვითმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით 22 წლის პირი დააკავეს

0 კომენტარი
ფოტო: police.ge

16 წლის გოგოს თვიმკვლელობამდე მიყვანის ბრალდებით სამართალდამცავებმა ოზურგეთში 22 წლის მ.თ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მსხვერპლს შანტაჟის გზით ინტიმური ხასიათის ფოტოები და ვიდეოები გადააღებინა და მასთან გააგზავნინა, შემდეგ კი მათი გამოქვეყნებით ემუქრებოდა. სწორედ ამას მოყვა თვითმკვლელობა.

“ბრალდებულმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მცხოვრები, 2002 წელს დაბადებული ნ.ბ. სოციალური ქსელის - „ფეისბუქის“ საშუალებით გაიცნო. მ.თ.-ს გოგონასთან გარკვეული დროის განმავლობაში, ამავე ქსელის მეშვეობით მიმოწერა ჰქონდა. მოგვიანებით, ბრალდებული ნ.ბ.-ს აღნიშნული მიმოწერის მისივე მშობლებისთვის გაგზავნით დაემუქრა, რის შედეგადაც არასრულწლოვანი გოგონა ინტიმური ხასიათის ფოტოსურათებისა და ვიდეოკადრების გადაღებასა და გაგზავნაზე დაითანხმა. მას შემდეგ, რაც ნ.ბ.-მ გადაღებული ფოტოები და ვიდეომასალა გადაუგზავნა, ბრალდებულმა გოგონას დაშანტაჟება დაიწყო, რის გამოც ამ უკანასკნელმა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში თავი ჩამოიხრჩო”.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ორიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

საპატრიარქო თავისუფლების მოედანზე საპროტესტო პარაკლისს ატარებს

კომენტარები