ავტოსაგზაო შემთხვევა

თბილისი-კრასნოდარის ავტობუსი რუსეთში ავარიაში მოყვა, დაიღუპა ორი ადამიანი

ria.ru

თბილისიდან კრასნოდარისკენ მიმავალი ავტობუსი სტავროპოლის ოლქში კამაზის მარკის სატვირთო მანქანას შეეჯახა.

დაიღუპა ორი ადამიანი. სააგენტო ინტერპრესნიუსის ცნობით, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა, მეორე - რუსეთის.

ავარიის შედეგად დაშავდა 17 ადამიანი. გავრცელებული ინფორმაციით, მათგან ორი - საქართველოს მოქალაქეა.

Ria Novosti-ს ინფორმაციით, დაშავებულთა შორის ბავშვებიც არიან.

კომენტარები