სამხრეთ კორეიდან ჩრდილოეთ კორეაში ომის შემდეგ დაკარგულ ოჯახის წევრებთან შესახვედრად 89 ოჯახი ჩავიდა.
სამხრეთ კორეის დელეგაცია 330 ადამიანისაგან შედგებოდა და მათგან ყველაზე ასაკოვანი 101 წლისაა.
ოჯახის წევრების შეხვედრა 11 საათის მანძილზე გაგრძელდა.
მიმდინარე კვირის ბოლოს კიდევ 88 ოჯახი შეძლებს ოჯახის დაკარგული წევრების ნახვას.
მაისში წითელი ჯვრის ორგანიზაციას ნათესავებთან შეხვედრის სურვილით 132,000-ზე მეტმა სამხრეთ კორეელმა მიმართა, თუმცა, როგორც დადგინდა, მათი ნათესავებიდან მხოლოდ 57,000 ჩრდილოეთ კორეელი იყო ცოცხალი. მსურველთა რიცხვი ლატარიის მეშვეობით 500-მდე შეამცირეს, ხოლო აქედან 93 მოქალაქე ჯანრმთელობის და ასაკის გათვალისწინებით აარჩიეს.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეაში მცხოვრები ნათესავების მსგავსი შეხვედრა უკანასკნელად 2015 წლის ოქტომბერში მოხდა.