ირანი

ლარიჯანი: საქართველოს აეროპორტში ირანელი ქალების შეურაცხყოფა უნდა შევისწავლოთ

0 კომენტარი
ალი ლარიჯანი ფოტო: Tasnim

ირანის პარლამენტის სპიკერმა, ალი ლარაჯანიმ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების და საგარეო საქმეთა კომისიებს მოუწოდა გამოიძიონ საქართველოს აეროპორტში ირანელი ქალებისათვის თავსაბურავის მოხდის იძულების შემთხვევები.

ირანის პარლამენტში საუბრისას ლარიჯანიმ ირანელი ქალებისათვის შეურაცხყოფის მიყენება დაგმო და საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდა მოიხმონ საქართველოს ელჩი ირანში და "სერიოზული" გაფრთხილება მისცენ.

"პარლამენტი უნდა ჩაერიოს საქართველოს აეროპორტში ირანელი ქალების შეურაცხყოფის გამოძიებაში, რათა მსგავსი არა-დიპლომატიური ფაქტი აღარ განმეორდეს." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ირანმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა. ნოტაში ნათქვამია, რომ თბილისი-იპაანის რეისის მგზავრ რამდენიმე ქალს თბილისის აეროპორტის უსაფრთხოების ოფიცრებმა ჰიჯაბის მოხდა მოსთხოვეს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამბობს, რომ პირველადი შესწავლით მსგავსი რამ არ დასტურდება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

"ომი 8 აგვისტოს დაიწყო" - მითი აგვისტოს ომზე

კომენტარები