ასტრონომია

მთვარის ზედაპირზე ყინული აღმოაჩინეს

0 კომენტარი
მთვარის ზედაპირზე არსებული ყინულის განლაგება სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე ფოტო: www.bbc.com

ასტრონომებმა მთვარის სამხრეთ და ჩრდილოეთ პოლუსებზე ყინული აღმოაჩინეს.  მკვლევართა გუნდმა ეს ინფორმაცია პირველ ინდურ კოსმოსურ ზონდზე, Chandrayaan 1-ზე არსებული ხელსაწყოს, მთვარის მინერალოგიური კარტირების სპექტრომეტრის (M3) მეშვეობით მოიპოვა. 

მაშინ, როცა სამხრეთ პოლუსზე ყინულის უმეტესობა კრატერებთანაა კონცენტრირებული, ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული მეჩხერადაა განლაგებული. ყინულის ფენები იმ დაჩრდილულ ადგილებში ჩამოყალიბდა, სადაც ტემპერატურა -163 გრადუს ცელსიუსს არ აღემატება. მთვარის ბრუნვის ღერძის დახრილობის გამო მზის სინათლე ამ რეგიონებამდე არასდროს აღწევს.

თუმცა, დაბალი ტემპერატურა მთვარეზე ყინულის ჩამოყალიბების საკმარისი პირობა არ უნდა ყოფილიყო, რადგან მეცნიერებმა ყინულის არსებობის ნიშნები ასეთი რეგიონების მხოლოდ 3.5 %-ზე აღმოაჩინეს. სხვა კლდოვანი ციური სხეულებისგან განსხვავებით, რომლებზეც მსგავსი ყინული ფართოდაა გავრცელებული და გაცილებით სუფთაა, დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე აღმოჩენილი ყინულის დიდი ნაწილი მთვარის მტვერთანაა შერეული. ერთ-ერთი ვარაუდის თანახმად, ახალაღმოჩენილი ყინულის ლაქები, დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ  მთვარეზე არსებული წყლის რეზერვუარის ნარჩენებია. 

კვლევის ავტორები ამბობენ, რომ აღმოჩენილი ყინული შესაძლოა სასარგებლო რესურსი იყოს მთვარის ექსპედიციებისთვის. მათი თქმით, შესაძლებელი იქნება ამ ყინულის გადნობა, გამოხდა და სასმელ წყლად გამოყენება, ისევე როგორც მისი დაშლა შემადგენელ ელემენტებად, წყალბადად და ჟანგბადად და შემდეგ მისგან სუნთქვისთვის ვარგისი ჰაერის ან რაკეტის საწვავის მიღება.

არჩევნები 2018

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ლუკა შენგელია

კომენტარები