იაპონია

იაპონიის სამხედრო ძალებში, ავიაგამანადგურებლის პილოტი პირველად გახდა ქალი

26 წლის მისა მაცუშიმა გახდა პირველი ქალი რომელიც იაპონიის სამხედრო ძალებში, ავიაგამანადგურებლის პილოტი გახდა. ამის შესახებ BBC წერს. 

იაპონიაში ქალებს 1993 წლიდან აქვთ სამხედრო ძალებში მსახურების უფლება, თუმცა მხოლოდ 2015 წლიდან დართეს ნება ავიაგამანადგურებლის ან სადაზვერვო თვითმფრინავის პილოტი იყვნენ. 

მისა მაცუშიმას თქმით, პილოტობა მას შემდეგ უნდა, რაც ამერიკული ფილმი Top Gun ნახა.

"მე ვარ პირველი ქალი პილოტი. მე გავხსენი გზა ამ მიმართულებით. მე ბევრს ვიმუშავებ, არამარტო ჩემი თავისთვის, არამედ ყველა ქალისთვის, ვინც თავის ოცნებას მიჰყვება"- ამბობს მისა. 

იაპონიაში ქალებს, სხვადასხვა სამსახური და სპორტის სახეობაში მონაწილეობის მიღება დღემდე ეკრძალებათ. მათ შორისაა სუმო.

კომენტარები