ნარკოდანაშაული

ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავეს

შსს

შსს-მ ნარკოდანაშაულისთვის 3 პირი, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოდანაშაულისთვის 3 ადამიანი დააკავა, მათგან ერთ-ერთი ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომელია. 

უწყების ცნობით, 1980 წელს დაბადებული ი. გ, 1981 წელს დაბადებული გ. შ. და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანამშრომელი - 1983 წელს დაბადებული ო. ი. დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვისა და გასაღების ფაქტზე თბილისში დააკავეს.

შსს აცხადებს, რომ პოლიციამ ი.გ ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმ დროს დააკავეს, როდესაც მან დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება გაასაღა. მასთან ერთად ასევე იმყოფებოდნენ გ.შ. და ო.ი.

პოლიციამ ი. გ.-ს პირადი ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი პრეპარატი სუბუტექსის 16 აბი და აბის 2 ნატეხი ამოიღო, ხოლო მისი მანქანის ჩხრეკისას - სუბუტექსის 5 აბი და ნარკოტიკული საშუალება მეთადონი (მარილი)-ის შემცველი 19 კაფსულა.

ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი თანამშრომლის ო. ი.-ს პირადი ჩხრეკისას კი პოლიციამ ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 1 აბი და აბის 4 ნატეხი ამოიღო, რომელიც მას ი. გ.-მ დაკავებამდე გადასცა.

სამართალდამცველებმა გ.შ.-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ნარკოტიკული საშუალება ბუპრენორფინის შემცველი 153 აბი და აბის ნატეხები ამოიღეს, რომელიც მას ი.გ.-მ დაკავებამდე გადასცა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

გამოძიება ი.გ-ს მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ და მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა-შენახვა გასაღებას გულისხმობს, დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გ. შ-ს მიმართ კი გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხოლო ო. ი.-ის მიმართ გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ პუნქტით. დანაშაული 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები