მეცნიერება

მეცნიერებმა ციმბირში 40 ათასი წლის კვიცის ნეშტი აღმოაჩინეს

0 კომენტარი
ფოტო: AP

რუსმა მეცნიერებმა ციმბირში 40 ათასი წლის კვიცის ნეშტი აღმოაჩინეს. ის იდეალურად იყო შენახული. 

ოაკუტსკის რეგიონში აღმოჩენილ ნეშტს კანი, თმა, კუდი და ჩლიქები შენარჩუნებული აქვს. კვიცი ბატაგაიკის კრატერში, 100 მეტრის სიღრმეში იპოვეს. 

იაკუტსკი ასევე ცნობილია იმითი, რომ ადრე აქ მამონტის კვალიც აღმოაჩინეს. 

მეცნიერების თქმით, კვიცი 30 000-დან 40 000 წლამდე "ასაკისაა". მათივე თქმით, ის, დაღუპვის დროს, სავარაუდოდ, 2 თვის იყო. 

სემიონ გრიგორიევი, იაკუტსკის მამონტის მუზეუმის დირექტორი აღმოჩენით გაოცებულია. მისი თქმით, ეს ყველა ამ დრომდე აღმოჩენილ ნეშტთან და ნარჩენთან შედარებით საუკეთესოდ არის შენახული. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ირაკლი ტაბლიაშვილი

კომენტარები