ჯონ მაკკეინის გარდაცვალება

"ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ის დილაა" - ჯონ მაკკეინის შვილის ემოციური წერილი

სენატორ ჯონ მაკკეინის შვილი მეგან მაკკეინი მამის გარდაცვალების შემდეგ ემოციურ წერილს აქვეყნებს.

"მამაჩემმა, შეერთებული შტატების სენატორმა ჯონ მაკკეინმა დღეს დაგვტოვა. მე მასთან ვიყავი მისი სიცოცხლის ბოლო წუთამდე, ისევე, როგორც ის იყო ჩემთან ჩემი ცხოვრების პირველივე წუთებიდან. 33 წლის განმავლობაში ჩვენ ვიზიარებდით ყველაფერს. ის მზრდიდა, მასწავლიდა, მისწორებდა, მამხნევებდა და ყველაფერში მხარს მიჭერდა. მას მე ვუყვარდი და მე ის მიყვარდა. მან მასწავლა, როგორ მეცხოვრა. მისი სიყვარულით და მზრუნველობით ვიქეცი გოგოდან ქალად და მან მაჩვენა მე, რას ნიშნავს იყო კაცი.

ამ ყველაფრისთვის მე მისი მადლობელი ვარ. ახლა, როცა ის წავიდა, ჩემი ცხოვრების ამოცანაა ვიცხოვრო მის მაგალითზე, მისი მოლოდინებითა და სიყვარულით. მამაჩემის გარდაცვალება ტრაგიკული და სამწუხაროა, ჩემთვის, ჩემი ძმებისთვის და დებისთვის. ის იყო ცეცხლი, რომელიც ბრწყინვალედ იწვოდა და ჩვენ ვცხოვრობდით მისი შუქისა და სითბოს ქვეშ, ძალიან დიდი ხნის მანძილზე. ჩვენ ვიცით, რომ მისი ალი იცხოვრებს თითოეულ ჩევნგანთან ერთად. მომდევნო დღეები და წლები არ იქნება იგივე მამის გარეშე - მაგრამ იქნება კარგი დღეები, სავსე სიცოცხლითა და სიყვარულით, იმ მაგალითის გამო, რომ ის ცხოვრობდა ჩვენთვის.

თქვენი ლოცვა მისი სულისთვის და ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ღირებული და დასაფასებელია.

მამაჩემი წავიდა და მე მენატრება ის, როგორც შეიძლება ენატრებოდეს ქალიშვილს, რომელიც მას აღმერთებს. ამ დანაკარგისა და მწუხარების დროს მე ვპოულობ სიმშვიდეს იმაში, რომ: ჯონ მაკკეინი, გმირი მისი ქვეყნისა და საკუთარი პატარა გოგონასი, დღეს იღვიძებს რაღაც დიდებულისთვის, რაც აქამდე დედამიწაზე ყოფილა. დღეს მეომარი შეაბიჯებს თავის ნამდვილ და მარადიულ სიცოცხლეში, სადაც მას მიესალმება ყველა, ვინც იქ მანამდე წასულა, წამოიმართება, რათა შეხვდეს ყველაფრის შემოქმედს.

ოცნება დასრულდა, ეს სწორედ ის დილაა." - წერს მეგან მაკკეინი.

ამერიკის სენატორი ჯონ მაკკეინი დღეს, 81 წლის ასაკში, გარდაიცვალა

2017 წლის ივლისში ჯონ მაკკეინს თავის ტვინის სიმსივნის მძიმე ფორმა - გლიობლასტომადაუდგინეს. მას მარცხენა საფეთქელთან მქონე არხიდან ამოუღეს შედედებული სისხლი და დაზიანებული ქსოვილი.

რამდენიმე დღის წინ მისმა ოჯახმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მაკკეინმა მკურნალობის გაგრძელებაზე უარი თქვა. 

კომენტარები