ცრუ ჩვენება

თავდამსხმელის სასარგებლოდ ცრუ ჩვენების მიცემისთვის, დაზარალებულს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ცრუ ჩვენების მიცემაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 

პროკურატურის ინფორმაციით, "დადგინდა, რომ 2017 წლის 11 ოქტომბერს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში, მ.მ.-ს  ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ბრალი ედებოდა დ.ჭ.-ს განზრახ მკვლელობის მცდელობაში, დაზარალებულმა დ.ჭ.-მ დაკითხვისას, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ბრალდებულ მ.მ.-სთვის  სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით,  ცრუ ჩვენება მისცა და განაცხადა, რომ 2017 წლის 26 იანვარს მ.მ.-ს მისთვის დანა არ დაურტყამს და დაზიანება ბოძიდან ჩამოვარდნის შედეგად მიიღო" - აცხადებს პროკურატურა.

სამართალდამცველებმა დ.ჭ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2017 წლის 25 დეკემბერს ზუგდიდში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-3 ნაწილით წარედგინა.

კომენტარები