გურამ თევზაძე

ფილოსოფოსი გურამ თევზაძე გარდაიცვალა

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ემერიტუსი, მეცნიერი და ​ფილოსოფოსი გურამ თევზაძე 86 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გურამ თევზაძეს გამოქვეყნებული ჰქონდა 218 ნაშრომი ქართულ, რუსულ, ინგლისურ, გერმანულ და ჩინურ ენებზე, მათ შორის 9 მონოგრაფია. მისი მეცნიერული ინტერესების სფერო გერმანული და ქართული ფილოსოფიის ისტორია იყო.

გურამ თევზაძის ნაშრომებს შორისაა "ანტიკური ფილოსოფია", "შუა საუკუნეების ფილოსოფია", "გერმანული ნეოკანტიანელობის შემეცნების თეორია", "ნ.ჰარტმანის ონტოლოგიის კრიტიკა", "იმ.კანტი" - "მეცნიერება", "აღორძინების ეპოქის ფილოსოფია", "ილია ჭავჭავაძე და ახალი აზროვნება" და ა.შ.

აკადემიკოსი 2005 წლამდე  ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიური კათედრის გამგე იყო. მანამდე კი მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტთან თანამშრომლობდა.

კომენტარები