ლილი და დარსი ელისები

ტყუპი გოგოები, რომელთა გადარჩენის შანსი 5% იყო, უკვე სკოლაში წავიდნენ

0 კომენტარი

ტყუპი გოგოები, რომელთა გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა იყო, უკვე სკოლაში წავიდნენ.

ლილი და დარსი ელისებს ლაზერული ოპერაცია ჯერ კიდევ საშვილოსნოში ყოფნისას გაუკეთეს. ტყუპების გადარჩენის შანსი ძალიან ცოტა იყო, რადგან მუცლად ყოფნის პერიოდში საკმარისი ჟანგბადი არ მიეწოდებოდათ. ეს დაავდება გავლენას ახდენს პლაცენტის სისხლძარღვებზე, რომელიც დაკავშირებულია ჭიპლართან და ტყუპების სისხლის ცირკულაციასთან.

ბავშვების დედა, რეიჩელი მხოლოდ 17 კვირის ორსული იყო, როცა ოპერაცია ჩაუტარდა. ოპერაცია მოიცავდა პატარა ლაზერული ენდოსკოპით საშვილოსნოში შეღწევას, რათა დაეცვა ზოგიერთი საერთო სისხლძარღვი და ორივე ტყუპისცალს სისხლის თანაბარი მარაგი მიეღო.

ექიმები ძალიან შეშინდნენ როცა 19 კვირის ორსულმა წყლები დაღვარა, მაგრამ  ამინიონის პარკი სასწაულებრივად ხელახლა დაილუქა, ბავშვები კი 37-ე კვირაში, სრულიად ჯანმრთელები დაიბადნენ

ტყუპები ტელევარსკვლავები გახდნენ, როდესაც BBC-ის სამედიცინო დრამა Casualty-ში გამოჩნდნენ. 

"ძალიან მადლიერი ვარ, რადგან ისინი ჩემთან არიან - ეს გასაოცარი შეგრძნებაა. ორი პატარა სასწაული. ისინი ძალიან ახლოს არიან ერთმანეთთან. სადაც ერთი მიდის მეორეც მიყვება. მათი ერთად დანახვა მშვენიერია"- ამბობს გოგონების დედა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

VIDEO: რუსი ჟურნალისტი, ალეკსანდრ ნევზოროვი განდაგანას ფონზე მაისურს GEORGIA-ს აწერს

კომენტარები